რონალდომ მესის რეკორდი გაიმეორა

ტურინის იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ ბარსელონას ლიდერის ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა.

აღნიშნული ფაქტი გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირდა. შეხვედრაში, რომელშიც “იუვენტუსი” “ფერენცვაროშს” ეთამაშებოდა კრისტიანო რონალდომ მორიგი გოლი გაიტანა. ამით მას ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშების მატჩებიდან 70 გოლი დაუგროვდა. აქამდე ეს რეკორდი მესის ეკუთვნოდა. ახლა კი რონალდოს შანსი აქვს მესის გადაასწროს.

იუვენტუსისა და ფერენცვაროშის მატჩში ტურინელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 2:1. იტალიური კლუბი აგებდა, თუმცა ანგარიში ჯერ რონალდომ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალვარო მორატამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად