რონალდო იმედგაცრუებულია – ფეხბურთელმა აგენტს ახალი კლუბის მოძებნა დაავალა

ტურინის “ივენტუსის” ლიდერი კრისტიანო რონალდო ტურინულ კლუბში თავს კომფორტულად აღარ გრძნობს და კლუბის ამჟამინდელი ფორმით იმედგაცრუებულია. ის კლუბის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.

აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia წერს La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროს ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ თავის აგენტს ჟორჟე მენდეშს ახალი კლუბის მოძებნა უკვე დაავალა.

გამოცემის თანახმად, ფლორენტინო პერესს რონალდოს მადრიდის “რეალში” დაბრუნება სურს. ასევე იწერება მის დაბრუნებაზე “მანჩერ იუნაიტედში”. თავად რონალდო მზადაა “მანჩესტერში” გადასვლის შემთხვევაში ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს.

პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე და იმ ფონზე, როდესაც მაყურებელი სტადიონზე ვერ დადის, კლუბებს სერიოზული კრიზისი აქვთ. მათ შორისაა “იუვენტუსიც”, რომელსაც რონალდოს ხელფასი (დაახლოებით 31 მილიონი ევრო წელიწადში) დიდ ტვირთად აწევს. შესაძლოა რონალდოს გასხვისება კლუბის ინტერესებშიც შედიოდეს.

გაიყოფა თუ არა რონალდოს და “იუვეს” გზები, ეს გარკვეულწილად იმაზეც არის დამოკიდებული, როგორ დაასრულებს სეზონს ტურინული კლუბი. თუ იუვენტუსი ოთხეულში ვერ მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებს, მაშინ რონალდოს წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალია. ამჟამად იუვენტუსი მეოთხე ადგილზეა 66 ქულით, თუმცა ამდენივე ქულა აქვს მესამე ადგილზე მყოფ “ნაპოლისა” და მეხუთე ადგილზე მყოფ “მილანს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...