რომში ტურისტებს წელს ზემოთ შიშველი სეირნობა აუკრძალეს

რომის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ყველა ტურისტს ქალაქის გარშემო წელს ზემოთ ნახევრად შიშველი სიარული აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამ გზით ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, იტალიაში ტურისტების მხრიდან ცუდი და მიუღებელი ქმედება თავიდან აიცილოს.

გარდა ამისა, ასევე იტალიის დედაქალაქში შადრევნებში ბანაობა და ტურისტული თავშეყრის ადგილებში სწრაფი კვება აიკრძალება.
სტუმრებს სთხოვენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ იბანაონ, არ მოაწყონ პიკნიკი, ისარგებლონ სანაგვე ურნებით, ასევე გადაადგილდნენ ველოსიპედებით და ჩაერთონ სპორტში.

“ძველი წესები განახლდა, რათა თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირება მოხდეს”, – განაცხადა რომის საბჭოს სხდომაზე პერსონალისა და უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილემ მარკო კარდილიმ.

აღსანიშნავია, რომ ის ადამიანი, რომელიც აკრძალვას არ დაემორჩილება, დაახლოებით 450 დოლარით დაჯარიმდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად