რომში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება

დღეს, რომში, მატეო პელიკონეს სახელობის ოლიმპიური ცენტრის საჭიდაო ხალიჩებზე ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

ასპარეზობის პირველ დღეს ხალიჩებზე გამოვლენ და ხვალ ბრინჯაოს და მედლებისთვის ბრძოლის გამგრძელებელთა ვინაობას გაარკვევენ ერთმანეთში 57-65-70-70-97კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები.

57 კგ წონით კატეგორიაში 17 მოჭიდავე იასპარეზებს. ოთარ გოგავას წილისყრამ მეტოქედ გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტად მოაზრებული ბულგარელი გეორგი ვანგელოვი არგუნა. მეორე წრეში წყვილში გამარჯვებული რუს აზამატ ტუსკაევს და ესპანელ ლევან მეტრეველ-ვართანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

65კგ წონით კატეგორიაში 21 მოჭიდავეა განაცხადში. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეტოქე პირველ წრეში აზერბაიჯანელი ალი რაჰიმზადე იქნება. გამარჯვებული მომდევნო შეხვედრას იტალიელ მანსურ აბდელატიფს და რუმინელ გეორგ ბუკურს შორის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

70კგ წონით კატეგორიაში, სადაც 19 მოჭიდავე იასპარეზებს, მირზა სხულუხია ლიეტუველ არტემ აუგას შეხვდება. მათ შორის გამარჯვებულის მეტოქე მოდევნო წრეში კოსოვოელ ალბან სოპას და იტალიელ გლანლუკა ტალამოს შეხვედრაში გამოვლინდება.

79კგ წონით კატეგორიაში განაცხადში 18 მოჭიდავეა. თავდაპირველ განაცხადში მყოფი ზურაბ ერბოწონაშვილის ნაცვლად ნიკა კენჭაძე იასპარეზებს. მისი მეტოქე პირველ წრეში აზერბაიჯანელი ჯაბრაილ ჰასანოვი იქნება. მეორე წრეში კი ერთ-ერთი მათგანი რუმინელ ომარასხაბ ნაზმუდინოვს და იტალიელ სალვატორე დიანას შორის უმჯობესს შეხვდება.

96კგ წონით კატეგორიაში 18 მოჭიდავე იასპარეზებს. ელიზბარ ოდიკაძის პირველი მეტოქე სომეხი სარგის ჰოვსეპიანია. წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ბულგარეკ დიმიტროვს ან ბელარუსელ დენის ხრამენკოვს შეხვდება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად