რომში, ქართველი მოჭიდავეები სამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვიან

რომში, ახალგაზრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ევროპის პირველობის ბოლო საშეჯიბრებო დღეს, ქართველი მოჭიდავეები სამ წონით კატეგორიაში იბრძვიან ბრინჯაოს მედლის მოპოვებისთვის.

მათგან პირველი ხალიჩაზე 61კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე, ნახევარფინალში მეტად დასანანად, 6:6-ზე მეტქულიანი ილეთის გაშვების ხარჯზე, დამარცხებული რამაზ თურმანიძე გამოვიდა.

რამაზის მცდელობა უკვე შეხვედრის დაწყებიდან მე-10 წამზე ფეხებში შევარდნოდა მოლდოველ მეტოქეს კოლესნიკს, უშედეგო აღმოჩნდა. სულ რაღაც 13 წამის შემდეგ კი მოლდოველმა მოახერხა და ფეხებში შეუვარდა რამაზს, თუმცა რამაზმა საპასუხო ჩავლებით ის თავს ზემოთ გადაიტარა, შემდეგ მას ზურგზე მოექცა, რამდენჯერმე ხან ერთ, ხან მეორე მხარეს დაატრიალა და შეხვედრის დაწყებიდან 50 წამის შემდეგ, ტაბლოზე რამაზ სურმანიძის აშკარა უპირატესობის დაფიქსირების გამო, ორთაბრძოლა შეწყდა და რამაზი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

სულ მალე ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლებისთვის საჭიდაოდ ბექა ნადაშვილი და დემურ მეგენეიშვილი გამოვლენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ 57კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ ვანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 97 კგ წონით კატეგოორიაში ოქროს მედალს ზურიკო ურთიშვილი დაეუფლა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად