რომის პაპმა ვატიკანის ბანკის რეფორმირება დაამტკიცა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ბანკის რეფორმირება და მისთვის ახალი წესდების დამტკიცება გადაწყვიტა, რომლის თანახმად, გარე აუდიტი სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

”ახალი წესდებით გარე აუდიტი სავალდებულო ხდება. თუმცა, პაპ იოანე პავლეს მიერ 1990 წელს გამოცემული კანონები შიდა აუდიტს ითვალისწინებდა”, – წერს სააგენტო.
ვატიკანის მიერ გამოცხადებული ბანკის წესდება ასახავს იმ ცვლილებებს, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში, რომის პაპ ფრანცისკეს 2013 წელს არჩევის შემდეგ მოხდა.

წინა წლებში ვატიკანის ბანკი კორუფციაში, გადასახადების აცილებაში, თანხის გაფლანგვაში, ფულის გათეთრებასა და უძრავი ქონების თაღლითობის საქმეებში არაერთხელ დაადანაშაულეს. ზოგიერთი დარღვევა უკავშირდებოდა მაღალჩინოსნებსა და პრელატებს ( კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი (არქიეპისკოპოსი და სხვ.), რაც ვატიკანის ავტორიტეტისთვის საზიანო იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად