რომის პაპმა ერაყში ისტორიული შეხვედრა გამართა

რომის პაპი ფრანცისკე შიიტური ისლამის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირს შეხვდა ერაყში, სადაც კათოლიკური ეკლესიის მამამთავრის პირველი ისტორიული ვიზიტი გაიმართა.

6 მარტს, დიდ აიათოლა ალ-სისთანისთან შეხვდრა წმინდა ქალაქ ნაჯაფში შედგა. რომის პაპმა მშვიდობიანი თანაარსებობის გზავნილი გადასცა ერაყელებს, მისი სურვილია გააძლიეროს შევიწროვებული ქრისტიანული უმცირესობა ერაყში.

აიათოლას და პაპის შეხვედრას ერაყის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადაცემდა, ხალხი ორი რელიგიურ ლიდერის შეხვედრას მიესალმებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...