რომის პაპი: ვიმედოვნებ, სირიასა და უკრაინაში ომი დასრულდება

რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში, სირიასა და სხვა ქვეყნებში შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდება. რომის პაპის განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

“ამ რეგიონში ქრისტიანული თემების დაახლოებისთვის ვლოცულობ, ასევე ვლოცულობ, რომ  ურთიერთობა ძმობასა და მეგობრობაზე ავაშენოთ”, – დასძინა პაპმა.

მან სირიაში ხანგრძლივი ომის დასრულებაზეც ისაუბრა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად მუშაობს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც გააუქმებს პარტიულ დაყოფას და ინტერესებს, რათა სირიელი ხალხი  სამშობლოში დაბრუნდეს და მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს “, – ნათქვამია რომის პაპის განცხადებაში.

პონტიფიკოსი ასევე იმედოვნებს, რომ  იემენში, სადაც სამოქალაქო ომი გრძელდება, სიმშვიდე დაისადგურებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად