რომის პაპი ტრადიციებს არღვევს – მან სინოდის მაღალ თანამდებობაზე ქალი პირველად დანიშნა

რომის პაპმა ფრანცისკემ დაარღვია ტრადიცია და სინოდის ეპისკოპოსების მდივნის მოადგილედ ქალი პირველად დანიშნა. მას ხმის მიცემის უფლება ექნება. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

52 წლის ქალი არის სინოდის ორი ახალი მდივნიდან ერთ-ერთი. ეს არის ეპისკოპოსების ორგანო, რომელიც სწავლობს დიდ დოქტრინალურ საკითხებს.

“ეს დანიშვნა მეტყველებს პონტიფიკეს სურვილზე ქალთა მეტი ჩართულობის შესახებ ეკლესიაში ცნობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში,” – თქვა სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეჩმა.

“წინა სინოდების დროს გაიზარდა ქალთა ჩართულობა, როგორც ექსპერტების და მსმენელების როლში. ნატალი ბექვარტის დანიშვნით და ხმის მიცემის შესაძლებლობით, ქალებისთვის კარი გაიღო” – თქვა მან.

სინოდს ხელმძღვანელობენ ეპისკოპოსები და კარდინალები, რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, ასევე ექსპერტები, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.

რომის პაპმა გამოთქვა სურვილი, შეცვალოს სინოდი, რომ ქალებსა და ერისკაცებს ეკლესიაში უფრო მეტი როლი ჰქონდეთ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...