რომის პაპი სამოციქულო ვიზიტით ერაყში ჩავიდა

პაპი ფრანცისკე პარასკევს სამდღიანი სამოციქულო ვიზიტით ერაყის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც ის შეხვდება ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს, დიდ აიათოლა ალი სისტანს, ილოცებს ომისა და ტერორიზმის მსხვერპლთათვის, ეწვევა ერაყის ქურთისტანსა და კარაკოშის ქრისტიანულ ცენტრს და ასევე წირვას აღავლენს ერბილში.

პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვებისა და სიფრთხილის მიუხედავად, ფრენსისი მივიდა თანმხლები ჟურნალისტების სალონში, სადაც სულ 74 ადამიანი იყო და თითოეულს ინდივიდუალურად მიესალმა.

”წესებს უნდა დავემორჩილო და მათ ხელი ვერ ჩამოვართვი, მაგრამ არ მინდოდა შორს დარჩენა”, – თქვა ფრენსისმა და მადლობა გადაუხადა კომპანიას “ამ ნანატრი მოგზაურობისთვის”.

რომის პაპს ერაყის უსაფრთხების ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს.

პაპის განცხადებით, „ეს არის სიმბოლური მოგზაურობა და მოვალეობა იმ მიწის მიმართ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ეწამა“.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...