რომის პაპი მსოფლიოში „საომარ ატმოსფეროს“ გრძნობს

რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ მსოფლიოში „საომარ ატმოსფეროს“ გრძნობს. ამის შესახებ  Agence France-Presse იუწყება.

რომის პაპი სარაევოში ჩავიდა. როგორც ვატიკანი აცხადებს, ვიზიტის მთავარი მიზანი სერბების, ხორვატების და მუსულმანი საზოგადოების შერიგება და მათ შორის დაპირისპირების შერბილებაა.

პაპმა ვიზიტი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ომის დამთავრების 20 წლისთავს დაამთხვია. ვატიკანს სჯერა, რომ პაპი დაპირისპირებულ მხარეებზე გავლენას მოახდენს და მისი ვიზიტი დადებითად იმოქმედებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...