რომის პაპი: მნიშვნელოვანია ადამიანების განკურნება და არა ეკონომიკის გადარჩენა

მრევლისადმი ტრადიციული საკვირაო მიმართვისას, რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ხალხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა.

“მოგმართავთ, რომ არავინ დარჩეს ჯანდაცვის გარეშე. მნიშვნელოვანია ადამიანების განკურნება და არა ეკონომიკის გადარჩენა. ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე ეკონომიკა. ჩვენ, ადამიანები, ვართ სულიწმინდის ტაძარი და არა ეკონომიკა.

თქვენ იცით, რომ მსგავსი კრიზისებიდან ხალხი ისე არ გამოდის, როგორც ადრე. ჩვენ, უწინდელთან შედარებით, ამ კრიზისიდან ან უკეთესად გამოვალთ, ან – უარესად. მოდით ვიქონიოთ მხნეობა, რომ უწინდელზე უკეთესად გამოვიდეთ, რათა პანდემიის პოსტკრიზისული პერიოდი პოზიტიურად ავაშენოთ”, – განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს, რომის პაპი ფრანცისკე, მრევლის წინაშე 1 მარტს წარსდგა და იქიდან მოყოლებული ამ დრომდე, მხოლოდ ვიდეო კონფერენციების სახით აკეთებდა მიმართვებს მრევლისადმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად