რომის პაპი ლიფტში გაიჭედა და საკვირაო ქადაგებაზე დააგვიანდა

რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებაზე მისვლა დააგვიანა, რისი მიზეზიც ლიფტში გაჭედვა გახდა. ამის შესახებ მან თავის მრევლს განუცხადა.

„დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი. 25 წუთი ლიფტში ვიყავი გაჭედილი“, – აღნიშნა რომის პაპმა

მისივე თქმით, მას გამოსვლაში მეხანძრეები დაეხმარნენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომის პაპი პირად ლიფტში გაიჭედა. ამ ლიფტის მეშვეობით იგი სამოციქულო სასახლის ბოლო სართულზე ადის, საიდანაც ქადაგებას კითხულობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...