რომის პაპი: ეს ცვლილებების ადგილია, არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან და ვიაროთ წინ

რომის პაპის მოსაზრებით, Covid-19-ის პანდემია ცვლილებების ის ადგილია, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამის შესახებ მან The Tablet-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესია ახალი კორონავირუსული კრიზისიდან სახეცვლილი ინსტიტუციებით გამოვა და ნაკლებად იქნება მიჯაჭვული რაღაც კონკრეტულ აზროვნებას.

“სადაც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, ცვლილებების ადგილია, და გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ. მოდით, არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან და ვიაროთ წინ.

უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ისეთ ეკლესიაში, რომელიც სულიწმიდის მიერ გამოწვეულ ჰარმონიასა და არეულობას შორის დაძაბულობაშია. თუ მკითხავთ, რომელი ღვთისმეტყველების წიგნი დაგეხმარებათ ამის გასაგებად, ეს არის Acts of the Apostles. იქ ნახავთ, თუ როგორ ხდება სულიწმიდის დე-ინსტიტუციონალიზაცია, ის, რაც აღარ არის გამოყენებადი, და ინსტიტუციონალიზაციას უკეთებს ეკლესიის მომავალს. ეს არის ეკლესია, რომელიც კრიზისიდან უნდა გამოვიდეს.

ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებს, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ახლა ავსტრალიის ტყის ხანძრებზე? ვინმე საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია.

ეს კრიზისი ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებსაც. ეს ის დროა, როდესაც ღარიბები უნდა შევნიშნოთ. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ღარიბებს თითქოს ვერ ვხედავთ. იცით, ახლახანს რომის შუაგულში პოლიციელმა უთხრა კაცს, აქ რატომ ხარ, წადი სახლში და მან უპასუხა, მე სახლი არ მაქვს, ქუჩაში ვცხოვრობო… ღარიბთა დანახვა ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ნაგავი არ არიან, ისინი ადამიანები არიან. ჩვენ მათ ხშირად ისე ვექცევით, როგორც გადარჩენილ ცხოველებს.” – აცხადებს რომის პაპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად