რომის პაპი დღეს, საკვირაო ქადაგების შემდეგ, დაცარიელებულ ვია დელ კორსოზე

რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას, ცოტა ხნით დატოვა ვატიკანის რეზიდენცია და რომში წავიდა, რათა იქ ახალი კორონავირუსისგან განკურნებისთვის ელოცა, ვირუსისგან, რომელმაც მინიმუმ იტალიის ათასი მოქალაქე იმსხვერპლა.

როგორც პრესსამსახური იტყობინება, თავდაპირველად მან სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკა მოინახულა და Salus Populi Romani-სთან ილოცა.

შემდეგ იგი ფეხით მივიდა სან-მარჩელო-ალ-კორსოს ბაზილიკასთან. იქ ინახება ჯვარცმა, რომელთანაც რომში, XVI საუკუნეში, შავი ჭირის ეპიდემიის დროს ლოცულობდნენ.

რომის პაპი ქუჩებს დაცვის თანხლებით მიუყვებოდა, გარშემო კი ძალიან იშვიათად თუ ჩაივლიდა ვინმე. იტალიის მთელს ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული, რის გამოც ბევრი ქალაქი, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქის ქუჩები სრულად დაცარიელებულია.

“რომის პაპმა პანდემიის დასრულებისთვის ილოცა. პანდემიის, რომელმაც მოიცვა იტალია და მთელი მსოფლიო, აგრეთვე ილოცა ინფიცირებულთა გამოჯანმრთელებისთვის და გაიხსენა ვირუსის შედეგად დაღუპულები”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პანდემიის ეპიცენტრმა ევროკავშირში გადაინაცვლა. ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, აშშ-მა, ევროპის ქვეყნებისთვის დროებით ჩაკეტა საზღვარი, გამონაკლისს მხოლოდ დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 169 387 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 6 513-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 77 257 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად