რომის პაპი აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა, რომ მხარეებმა უარი თქვან ძალის გამოყენებაზე უთანხმოების მოსაგვარებლად მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების ფონზე. ამის შესახებ მან კვირას, ტრადიციული ქადაგების დროს განაცხადა და სიტყვით მიმართა მორწმუნეებს წმინდა პეტრეს მოედანზე.

“ჩვენ კავკასიიდან საგანგაშო ამბებს ვიღებთ. მე ვლოცულობ მშვიდობისთვის ამ რეგიონში და მივმართავ კონფლიქტის მხარეებს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ძმობისისკენ და ძალის გამოყენების გარეშე ყველა პრობლემის გადაჭრისკენ”, – განაცხადა პაპმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებნ ინფორმაციას. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის ჯარებმა კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სომხეთის მთავრობამ კი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად