რომის პაპი: არავის აქვს უფლება, დასცინოს სხვის რწმენას

რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება რელიგიის შეურაცხყოფის უფლებას არ იძლევა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. 

„არავის აქვს უფლება შეურაცხყოს სხვა ადამიანების რელიგია და დასცინოს ვინმეს რწმენას.“ – განაცხადა პანტიფიკოსმა. მას მიაჩნია, რომ ყველა რელიგიას აქვს ღირსება და სიტყვის თავისუფლება ავალდებულებს ადამიანებს, იზრუნონ საერთო ღირებულებებზე.

თავისი მოსაზრების საილუსტრაციოდ ფრანცისკმა საკუთარ თანაშემწეზე, ალბერტო გასპარიზე იხუმრა – „რა თქმა უნდა, სისასტიკე გამორიცხულია, მაგრამ თუ ჩემი თანაშემწე დოქტორი გასპარი რაიმე შეურაცხმყოფელს იტყვის ჩემს დედაზე, ალიყური არ ასცდება“.

კომენტარები
იტვირთება...