რომის პაპი: აია-სოფიაზე ვფიქრობ და ძალიან დამწუხრებული ვარ

რომის პაპი ფრანცისკე აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე თურქეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

აია-სოფიაზე ვფიქრობ და ძალიან დამწუხრებული ვარ,” – თქვა რომის პაპმა.

აია-სოფიაში მუსლიმური ლოცვა 24 ივლისიდან დაიწყება. ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აია-სოფიამ მუზეუმის სტატუსი მიიღო.

ამავე დღეს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებების შემთხვევაში აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.

UNESCO-ში განაცხადეს, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად