რომეო საჯაია: სისტემა ჩამოშლილია, შსს და პროკურატურა სათანადოდ ვერ მუშაობს

„ახალი ხელისუფლება რაც მოვიდა პროკურორებს, მოსამართლეებს სახლში უვარდებიან, ესვრიან, არავის ეშინია კანონის. ეს არის დაუსჯელობის სინდრომი. კრიმინალები გარეთ გამოყარეს, მფარველობენ“, – ამის შესახებ „აიპრესთან“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა პროკურორმა რომეო საჯაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დამნაშავეებმა იციან, რომ ყველაფერი შერჩებათ და ამიტომ ესვრიან და კლავენ პროკურორს.
 

„დღეს ყველას ყველაფერი გასდის. არავის ეშინია, თუ ფულს გადაიხდიან შეიწყალებენ. შეწყალების კომისიაზე მოახდენენ ზეწოლას, იციან, რომ შერჩებათ და ამიტომ აკეთებენ ყველაფერს. პროკურორს რომ მანქანას უცხრილავენ შუა ქუჩაში, თან მოსამართლე იყო ეს ადამიანი წლების განმავლობაში…“- განაცხადა საჯაიამ. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორი „აიპრესთან“ ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ვერ მუშაობს, რის გამოც ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობაა. 

„სათანადოდ ვერ მუშაობს ვერცერთი ორგანო და ინსტიტუტი, სისტემები ჩამოშალეს. ჩემი აზრით, ქვეყანაში ქაოსი და სრული განუკითხაობაა. იარაღი ყველას აქვს, ამოღება არ ხდება. საქმეებს აწყობენ, ხდება გარიგებები. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ტრაგედიაა ოჯახისთვის,“ – განაცხადა საჯაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად