A1 ბანერი

რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი ხუან გუაიდოს და რომელმა მადუროს მთავრობას

რუსეთი, ბოლივია, მექსიკა და თურქეთი – ეს ქვეყნები 23 იანვრის შემდეგაც ნიკოლას მადუროს მთავრობას უცხადებენ მხარდაჭერას.

აშშ, კანადა, კოლუმბია, პერუ, ეკვადორი, პარაგვაი, ბრაზილია, ჩილე, პანამა, არგენტინა, კოსტა-რიკა, გვატემალა, ჰონდურასი, კოსოვო, საფრანგეთი და საქართველო – ეს ქვეყნები კი ხუან გუაიდოს უცხადებენ მხარდაჭერას.

ვენესუელის სხვადასხვა შტატში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ამ პერიოდში 152 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალფრედო რომერო.

24 იანვარს ღამით, საპროტესტო აქციები ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს განცხადების ფონზე დაიწყო, რომელმაც თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მას მხარს შეერთებული შტატები და ლიმის ჯგუფის ქვეყნები უჭერენ.

ევროკავშირმა ვენესუელას თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ვენესუელის არმიამ კი განაცხადა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ბრძანებას შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...