რომელია მსოფლიოში ანაზღაურების ყველაზე უხვად გამცემი სპორტული კლუბები

მსოფლიო სპორტულ სამყაროში ყველაზე მაღალი ანაზღაურება “ბარსელონა”-ში აქვთ.

“ბარსელონას” ფეხბურთელების წლიური საბაზისო საშუალო ხელფასი (გადასახადების დაქვითამდე, პრემიალურების, ბონუსების და ა.შ. გარეშე) შეადგენს 13 755 714 დოლარს ანუ ყოველკვირეულად 264 513 დოლარს.

“ბარსელონას” ფეხბურთელ ლიონელ მესის წლიური საბაზისო ხელფასი 65 790 000 დოლარია.

მადრიდის “რეალი” თავის ფეხბურთელებს კვირაში საშუალოდ “მხოლოდ” 204 698 დოლარს უხდის, წლიურად კი – 10 644 272 დოლარს.

ყველაზე მაღალი ანაზღაურების გამცემი კლუბების ხუთეულში მომდევნო სამი ადგილზე განლაგდნენ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბები – “ოკლაჰომა-სიტი თანდერსი” – 10 327 383 $, “გოლდენ-სტეიტ უორიორსი” – 10 289 079 დოლარი და “ვაშინგტონ ვიზარდსი” – 10 044 221 დოლარი.

კრიშტიანუ რონალდოსთან, დუგლას კოშტა დე სოუზასთან და ლეონარდო ბონუჩისთან დადებული კონტრაქტების შედეგად “მანჩესტერ იუნაიტედზე” წინ, მე-9 ადგილზე გადაინაცვლა ტურინის “იუვენტუსმა”, რომელიც შარშან 32-ე ადგილზე იყო

ყველაზე მაღალი ანაზღაურების გამცემ 20 კლუბში 12 ნაციონალური საკალათბურთო ლიგიდანაა, 8 კი ევროპის საფეხბურთო გრანდებიდან. უკვე დასახელებული ოთხი საფეხბურთო კლუბის გარდა ოცეულში მოხვდნენ მიუნხენის “ბაიერნი”, მადრიდის “ატლეტიკო”, პარიზის “სენ-ჟერმენი” და მანჩესტერის “მანჩესტერ-სიტი”.

ყველაზე მაღალი ანაზღაურების გამცემ 30 კლუბში 20 ნაციონალური საკალათბურთო ლიგიდანაა, 8 ევროპული საფეხბურთი გრანდების წარმომადგენელია და ორი ბეისბოლის მთავარი ლიგის კლუბია – სან-ფრანცისკოს “ჯაიენთსი” და ჩიკაგოს “ქაბსი”

ყველაზე დიდ საშუალო წლიური საბაზისო ანაზღაურება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აქვთ – 7,8 მილიონი დოლარი.

 

ფეხბურთში ყველაზე მაღალი საშუალო საბაზისო წლიური ანაზღაურების გამცემი მქონე ქვეყნების ათეული ასეთია:

ინგლისი (პრემიერ ლიგა) – 3 935 197 $
ესპანეთი (ლა ლიგა) – 2 896 151 $
იტალია (სერია ა) – 1 999 865 $
გერმანია (ბუნდესლიგა) – 1 837 613 $
საფრანგეთი (ლიგა 1) – 1 302 347 $
ჩინეთი (სუპერ ლიგა) – 1 051 603 $
რუსეთი (პრემიერ ლიგა) – 877 071 $
თურქეთი (სუპერ ლიგა) – 864 053 $
ბრაზილია (ბრაზილიერო) – 670 740
კანადა ( 3 კლუბი ჩრ. ამერიკის საფეხბურთო ლიგა MLS -ში) – 519 883 $

საშუალო საბაზისო წლიური ხელფასის სიდიდის მხრივ საქართველო 68 ქვეყნიდან 50-ე ადგილზეა (15 607 $). რეგიონის ქვეყნებიდან გვისწრებენ რუსეთი – 877 071 $, თურქეთი – 864 053 $, უკრაინა – 222 682 $, ყაზახეთი – 148 513 $, აზერბაიჯანი – 61 293 $, ბელარუსი – 36 783 $. საქართველო, თავის მხრივ, უსწრებს რეგიონის ქვეყნებს – ლიეტუვას – 11 350 $, ლატვიას – 8 300 $, ესტონეთს – 7 236 $, მოლდოვას – 5 426$ და სომხეთს – 3 050 $.

ყველაზე მაღალი საშუალო საბაზისო წლიური ანაზღაურების გამცემი საფეხბურთო კლუბები, რომლებიც ანალოგიური მაჩვენებლის მხრივ სპორტული კლუბების მსოფლიო პირველ ასეულში მოხვდნენ:

N1 ბარსელონას “ბარსელონა”- 13 755 714 $
N2 მადრიდის “რეალი” – 10 644 272 $
N9 ტურინის “იუვენტუსი” – 8 850 879 $
N10 მანჩესტერის “მანჩესტერ იუნაიტედი” – 8 598 297 $
N15 მიუნხენის “ბაიერნი” – 8 358 534 $
N17 მადრიდის “ატლეტიკო” – 8 098 836 $
N18 პარიზის “სენ-ჟერმენი” – 8 034 064 $
N20 მანჩესტერის ” მანჩესტერ-სიტი” – 7 885 589 $
N35 ლონდონის “ჩელსი” – 6 605 321 $
N38 ლივერპულის “ლივერპული” – 6 398 687 $
N39 ლონდონის “არსენალი” – 6 385 748 $
N62 მილანის “ინტერნაციონალი” – 6 385 748 $
N65 მილანის “მილანი” – 4 671 317 $
N66 ლონდონის “ტოტენჰემ ჰოტსპური” – 4 626 060 $
N69 ლივერპულის “ევერტონი” – 4 279 889 $
N70 დორტმუნდის “ბორუსია” – 4 219 466 $
N71 ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი” – 4 196 525 $
N75 ვალენსიის “ვალენსია” – 3 764 524 $
N76 რომის “რომა” – 3 739 782 $
N78 ნეაპოლის “ნაპოლი” – 3 711 790 $
N79 სევილიის “სევილია” – 3 653 267 $
N80 ლონდონის “კრისტალ პალასი” – 3 627661 $
N81 ლესტერის “ლესტერ სიტი” – 3 627 661 $
N83 საუთჰემპტონის “საუთჰემპტონი” – 3 512 309 $

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად