რომელი შეზღუდვები იხსნება და რომელი რჩება ხვალიდან?! – ირაკლი ჩიქოვანის განმარტება

დღეს ღამის 12 საათიდან უქმდება საგანგებო მდგომარეობა და ასევე უქმდება კომენდანტის საათი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქვანმა ბრიფინგზე იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც იხსნება და იმაზეც, რომელიც ნარჩუნდება.

“როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან, ანუ დღეს ღამის 12 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათიც. ამის მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როცა ვირუსი არსად წასულა და გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ კოვიდ 19, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება – ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება ის შეზღუდვები, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

23 მაისიდან  სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, ასევე სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნციპალიტეტშიც და საკარანტინე ზომებად რჩება სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ღონისძიებები. საკარანტინე ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიცპალიტეტი. უქმდება სამკაციანი შეზღუდვები ავტომობილებში და ეს შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებში რჩება და ასევე ვალდებული იქნება ყველა მძღოლი გამოიყენოს პირბადე. ასევე უქმდება შეზღუდვა 70 წლის და მეტი ასაკის მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ რადგანაც ისინი წარმოადგენენ რისკის ჯგუფს, მივმართავთ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ გარეთ და დარჩნენ შინ.

შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი. საუბარი იმ პროდუქციაზეა, რომელიც აუცილებელია კოვიდ 19-თან ბრძოლაში.

გარდა ამისა 23 მაისის შემდეგაც ძალაშია სემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე მომსახურება.ასევე სასტუმროების ფუნქციონირება შეზღუდულია, გარდა საკარანტინო სივრცისა; ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა შეზღუდულია, გარდა ონლაინ ვაჭრობისა; შეზღუდული რჩება მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება გარდა იმ აგრდარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ; შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება

აზარტული და მომგებიანი ობიექტების ფუნქციონირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით არის დაშვებული. აქვე დავძენ, რომ სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება. ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც აგრძელებს ფუნქციონირებას ვალდებულია, რომ დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად