რომელი ქვეყნები გამოირჩევიან კორონავირუსით სიკვდილიანობის მაღალი და დაბალი მაჩვენებლებით

კორონავირუსით ინფიცირებულთა და კორონავირუსისგან გარდაცვალებულთა რაოდენობების შესახებ 3 ივნისის გრინვიჩის დროით 00:00 საათისთვის არსებული მონაცემები აღებულია პორტალ “worldometers.info”-დან

3 ივნისის დასაწყისისთვის მსოფლიოს 215 ქვეყანაში, ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილ, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე და ორ გემზე კორონავირუსით ინფიცირების 6 523 208 შემთხვევა იყო დადასტურებული.

ინფიცირებულთაგან 3 104 290 სრულად განკურნებულია, ხოლო 3 033 902 განაგრძობს მკურნალობას.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 3 ივნისის დასაწყისისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 385 016 ანუ 5,90% იყო.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირებელთა რაოდენობა აღემატება 50 000-ს, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან:

1. საფრანგეთი – 19,12%
2. ბელგია – 16,22%
3. იტალია – 14,36%
4. დიდი ბრიტანეთი – 14,16%
5. მექსიკა – 10,88%

1. კატარი – 0,07
2. საუდის არაბეთი – 0,62%
3. ჩილე – 1,09%
4. რუსეთი – 1,19%
5. ბანგლადეში – 1,35%

10 000-დან 50 000-მდე ინფიცირებულის მყოლ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი სიკვდილიანობით გამოირჩევიან:

1. ნიდერლანდები – 12,79%
2. შვედეთი – 11,58%
3. ეკვადორი – 8,51%
4. ირლანდია – 6,61%
5. რუმინეთი – 6,60%

1. სინგაპური – 0,07
2. ბაჰრეინი – 0,15%
3. ყაზახეთი – 0,37%
4. ომანი – 0,46%
5. ბელარუსი – 0,55%

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა მოქცეულია 1000-დან 10000-მდე ფარგლებში, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ:

1. უნგრეთი – 13,58%
2. სლოვენია – 7,38%
3. ალჟირი – 6,91%
4. ბოსნია და ჰერცოგოვინა – 6,15%
5. საბერძნეთი – 6,09%

1. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 0,34
2. ჰონგკონგი – 0,37
3. მალდივები – 0,38%
4. ნეპალი – 0,39%
5. უზბეკეთი – 0,42%

100-დან 1 000-მდე ინფიცირებულის მყოლ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი სიკვდილიანობით გამოირჩევიან:

1. იემენი – 22,67%
2. ბაგამის კუნძულები – 10,78%
3. ლიბერია – 8,86%
4. გვადელუპა – 8,64%
5. ნორმანდიის კუნძულები – 8,20

1. უგანდა – 0,00%
2. ვიეტნამი – 0,00%
3. ფარერები – 0,00%
4. მონღოლეთი – 0,00%
5. გიბრალტარი – 0,00%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად