რომელი 10 პროდუქტი გაძვირდა მარტში ყველაზე მეტად

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7,2% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის დასრულება, რის შედეგადაც საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირის ჯგუფში 7,6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის მარტში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით):

1. მზესუმზირის ზეთი – გაძვირდა 62,8%-ით;
2. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 40,1%-ით;
3. წიწიბურა – 36,4%-ით;
4. ლურსმანი – 35,2%-ით;
5. თერმომეტრი – 31,9%-ით;
6. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 31,8%-ით;
7. მწვანე ლობიო – 30,8%-ით;
8. თევზის კონსერვი – 30,6%-ით;
9. შაქარი – 30,1%-ით;
10. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები- 29,2%-ით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...