საბავშვო ბაღები სადაც სწავლა 16 სექტემბერს არ დაიწყება – (სია)

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება.

როგორც “აიპრესს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სარეკონსტრუქციო, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სააღმზრდელო პროცესი 4 ბაგა-ბაღში ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

“144-ე, 126-ე, №200 და №4 ბაგა-ბაღში, სააღმზრდელო წელი ოქტომბერში დაიწყება. 2 კვირით ან 1 თვით გადაიდება პროცესი, გააჩნია სამუშაოებს. უფრო ზუსტად ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყება სწავლა”,-განუხადეს “აიპრესს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ცნობისთვის, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...