რომელ ქვეყნებშია ბოლო ორი კვირის კოვიდ19-ის მაღალი ინციდენტობა

სტატისტიკური მონაცემები აღებულია პორტალიდან worldmeters. info

28 ოქტომბრის 00:00 საათიდან 29 ოქტომბრის 00:00 საათამდე მსოფლიოში კოვიდინფიცირების 504 419 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის მთელი პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 7104 კაცი. კორონავირუსით გარდაცვლილთა უფრო დიდი რაოდენობა ბოლოს 22 ივლისს იყო დაფიქსირებული.

ბოლო ორი კვირის ინციდენტობა ყოველ 100000 მოსახლეზე იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც მილიონზე მეტია ყველაზე მეტია შემდეგ ქვეყნებში:

1. ბელგია – 1500
2. ჩეხეთი – 1472
3. სლოვენია – 879
4. სომხეთი – 812
5. შვეიცარია – 772
6. ნიდერლანდები – 722
7. საფრანგეთი – 698
8. საქართველო – 547
9. სლოვაკეთი – 488
10. ხორვატია – 470
11. ესპანეთი – 459
12. არგენტინა – 438
13. დიდი ბრიტანეთი – 423
14. პოლონეთი – 416
15. ბოსნია და ჰერცოგოვინა – 400

ყოველ 100000 მცხოვრებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში Covid19-ით გარდაცვალებულთა რაოდენობის მიხედვით შედგენილ ევროპის ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზე ჩეხეთია, სადაც მის მომდევნო ადგილზე მყოფ სომხეთთან შედარებით 2-ჯერ მეტია გარდაცვალებულთა რაოდენობა.

საქართველოში ბოლო ორ კვირაში (15-28 ოქტომბერი) კორონავირუსით 144 კაცი გარდაიცვალა, რაც 100000 მცხოვრებზე გადაანგარიშებით 3,9-ის ტოლია.

1. ჩეხეთი – 14,0
2. სომხეთი – 6,9
3. ბელგია – 6,8
4. ბოსნია და ჰერცოგოვინა – 6,2
5. უნგრეთი – 5,7
6. რუმინეთი – 5,6
7. მოლდოვა – 5,3
8-9. ესპანეთი – 4,4
8-9. საფრანგეთი – 4,4
10. პოლონეთი – 4,3
11-13. ბულგარეთი – 3,9
11-13. საქართველო – 3,9
11-13. ხორვატია – 3,9
14. დიდი ბრიტანეთი – 3,7
15. უკრაინა – 3,5

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად