რომელ ქვეყნებში არ დაფიქსირებულა კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა

მსოფლიოში, დღეის მდგომარეობით, სულ 12 ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვა არაა დაფიქსირებული

კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არაა ოფიციალურად დადასტურებული 25,7 მილიონიან ჩრდილოეთ კორეაში და 6,0 მილიონიან თურქმენეთში. აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის შესახებ, პრაქტიკულად, არანაირი ინფორმაცია არ ქვეყნდება, ზოგადად ვირუსებსაც კი იშვიათად ახსენებენ და მოსახლეობას მათგან ძველებური ხალხურ საშუალებით, ჰარმალას კვამლით ურჩევენ თავის დაცვას.

https://ipress.ge/new/thurqmenethis-prezidenti-koronavirusis-tsinaaghmdeg-brdzolas-harmalas-kvamlith-gvirchevs/

სხვა ისეთი ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არაა დადასტურებული, ასეთია:

 
1. ვანუატუ
2. კირიბატი
3. მარშალის კუნძულები
4. მიკრონეზია
5. ნაურუ
6. პალაუ
7. სამოა
8. სოლომონის კუნძულები
9. ტონგა
10. ტუვალუ
 
ათივე ჩამოთვლილი ქვეყანა ოკეანეთში მდებარეობს.
 
ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია და არცერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა შემდეგ ქვეყნებში:
 
1. უგანდა – 457
2. ვიეტნამი – 328
3. ფარერის კუნძულები – 187
4. მონღოლეთი – 185
5. გიბრალტარი – 170
6. კამბოჯა – 125
7. საფრანგეთის პოლინეზია – 60
8. მაკაო – 45
9. ბუტანი – 43
10. ერიტრეა – 39
11. სენტ-ვინსენტი და გრენადინები – 26
12. ნამიბია – 25
13. აღმოსავლ. ტიმორი – 24
14. გრენადა – 23
15. ახალი კალედონია – 20
16. ლაოსი – 19
17. ფიჯი – 18
18. სენტ ლუსია – 18
19. დომინიკა – 16
20. სენტ კიტსი და ნევისი – 15
21. ფოლკლენდის კუნძულები – 13
22. გრენლანდია – 13
23. ვატიკანი – 12
24. სეიშელის კუნძულები – 11
25. პაპუა ახალი გვინეა – 8
26. ნიდერლანდების კარიბის კუნძულები – 7
27. სენ -ბართელემი – 6
28. ანგილია – 3
29. ლესოტო – 2
30. სენ-პიერი და მიკელონი – 1
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად