რომან კაკულიას განცხადებით, “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში ცვლილებები კონკრეტული კომპანიის გამო მიიღეს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა კომპანიამ “ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე” გაასხვისა წილები.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან  განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

როგორც კერძო სექტორში აქამდეც აცხადებენ, რომან კაკულიას მიერ ხსენებული კომპანია „კავკასუს ონლაინია“ – კომპანიის წარმომადგენელი განხილვების მიმდინარეობის დროსაც აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ მათი კომპანიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

შეგახსენებთ, ოპოზიციის, იურისტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად