რომან კაკულია: ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დემოკრატიას აქვს, არის დემოკრატიის ილუზიის შექმნა და ამ ილუზიასთან ბრძოლის გასაღება დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად

„ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დემოკრატიას აქვს ეს არის დემოკრატიის ილუზიის შექმნა და ამ ილუზიასთან ბრძოლის გასაღება დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად“ .

ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ამ ქვეყანას აქვს გამოწვევები, მათ შორის ყველაზე დიდი გამოწვევაა, როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სწორი საგარეო ორიენტირები,

„ადამიანები ამაზე აგროვებენ პოლიტიკურ ქულებს, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ზუსტად უნდა დავინახოთ რასთან გვაქვს საქმე, დღეს ყველა დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე საუბრობს, ყველაზე დიდი საფრთხე დემოკრატიას რაც აქვს და მთელი ევროპა საუბრობს ამაზე, ეს არის დემოკრატიის ილუზიის შექმნა და ამ ილუზიასთან ბრძოლის გასაღება, როგორც დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მართლა არსებობენ პრორუსული ძალები, რომლებიც თავიანთი მოტივაციების გასამართლებლად იყენებენ ევროპულ კრიტიკას, ევროპული მიმართულებების კრიტიკას და ამ შემთხვევაში რა უნდა ქნან ადამიანებმა, რომელთაც სწორი გზის დანახვა სურთ, თუ რაღაც მომანეტში დაინახავ, რომ რომელიმე შეფასება მათი გაგებით არ არის ნორმალური და სწორი, არ არის კონტექსტის გათვალისწინებით.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად