რომან კაკულია: პროპორციული სისტემა ოპოზიციის მიმართ დათმობა იყო

პროპორციული სისტემა ოპოზიციის მიმართ იყო დათმობა და არა საზოგადოების მიმართ, არ გავაზვიადოთ მიუხედავად იმისა, რომ 10 000 კაციც მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კაკულიას შეფასებით, პროპორციული სისტემა დათმობა იყო ძირითადად ოპოზიციის მიმართ, რომლებსაც აღნიშნულს არაადეკვატურად უპასუხეს.

„არ ველოდები, რომ ცვლილება იქნება. მგონია, რომ რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანები გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, რადგან ეს პროცესი არამარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ პოპულიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს და მგონი ამან გადაასწრო.

ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი ამ პროცესის თანამონაწილები იყვნენ. ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაეკეთებინათ ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებში, ვისაც სურდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციისა და არა საზოგადოების მიმართ, არ გავაზვიადოთ მიუხედავად იმისა, რომ 10 000 კაციც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად