რომან კაკულია ლევან გოგიჩაიშვილს: რას მიძაბავ ტონს, ან ძველი ბიჭი იყავი, ან პარლამენტარი, დააყენე ერთი ადგილი!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აზარტული თამაშების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვილსას ერთმანეთს სიტყვიერად დაუორისპირდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, 6 თვის წინ მის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” გადადო, მთავრობის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი კი დაჩქარებული წესით განიხილება.

„რა სტანდარტს აჩვენებს „ქართული ოცნება“?! ამით რას აჩვენებთ, რომ ძალიან მაგრები ხართ და ჩვენ გადაგვიგრიხეთ ხელები?! მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში თუ რა კულტურაა მაინტერესებს?!”, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა რომან კაკულიას.

სხდომის წამყვანმა რომან კაკულიამ განმარტა, რომ მის კომიტეტს გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი განხილული აქვს.

“თქვენ, რომ გელაპარაკებით, ვგულისხმობ იმ საქციელს, რასაც თქვენ სჩადიხართ. ხელი აუქნიე „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველამ უნდა გაიგოს ვინები ხართ”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რომან კაკულიამ გოგიჩაიშვილს წესრიგის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდა:

“მორჩი რაა, ნუ ლაპარაკობ ასე. რა ხელის აქნევაზე ლაპარაკობ. შენზე ნაკლები ტონი არ მაქვს. შენი საქციელი რაში ჯდება? ჩხუბი გინდა მაინც და მაინც?! რას მიძაბავ ტონს. ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი. ძალიან გეშლება თუ გგონია, რომ ან შენზე ნაკლები ტონი მაქვს ან სხვა რამე. დააყენე ერთი ადგილი რა. გეუბნები მხარი დაგიჭირე და დაელოდე შედეგებს. შენი მორალის წასაკითხი არაფერი მჭირს”, – მიმართა რომან  კაკულიამ ლევან გოგიჩაიშვილს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად