რომან კაკულია გიგა ბოკერიას: ძალიან გთხოვთ, ნუ აზიანებთ გარემოს წაგებული ადამიანის პოზიციიდან წამოსროლილი შხამებით

საპარლამენტო უმრავლესობის წეევრის, რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში მართლა არსებობენ პრორუსული ძალები, რომლებიც თავიანთი მოტივაციების გასამართლებლად იყენებენ ევროპულ კრიტიკას, ევროპული მიმართულებების კრიტიკას და ამ შემთხვევაში რა უნდა ქნან ადამიანებმა, რომელთაც სწორი გზის დანახვა სურთ, თუ რაღაც მომანეტში დაინახავ, რომ რომელიმე შეფასება მათი გაგებით არ არის ნორმალური და სწორი, არ არის კონტექსტის გათვალისწინებით.

ამის შესახებ რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბატონო გიგა, თქვენ მოგმართავთ, ძალიან მძიმეა იმ ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც თქვენ განგიხილავთ პროევროპულობის მეტრად. ამ ქვეყანაში, ადამიანმა თავისი წარსულით უნდა დაამტკიცოს თავისი პროევროპულობა, მე ვეცადე ჩემი ცხოვრებით, ჩემი განვლილი გზით, ყველაფრით ვეცადე, რომ თითოეული აგური დამედო 30 წლის განმავლობაში იმ გზაზე, რომელსაც ევროპისკენ მიმავალი გზა ქვია, როგორც შევძელი ისე ვაკეთე ეს. არავის წინაშე არ ვაპირებ ამის ახსნას, მაგრამ ვიმეორებ ყველას გასაგონად, ძალიან გთხოვთ, ნუ აზიანებთ გარემოს ამ თქვენი წაგებული ადამიანის პოზიციიდან წამოსროლილი შხამებით. იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დემოკრატიას ემუქრება არის, როდესაც ადამიანებს დემოკრატიის ხარვეზებზე საუბარი აღარ შეუძლიათ, დემოკრატია ამით ზიანდება ევროპაშიც და ყველგან. ამიტომ დემოკრატიის ილუზიის შექმნა არის ყველაზე დიდი საფრთხე“- მიმართა მრომან კაკულიამ ოპოზიციონერ კოლეგას.

რომან კაკულიამ ასევე შეახსენა ოპოზიციას, რომ ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც არჩევანის თავისუფლებაზე და განმსხვავებულის მიმღებლობაზე საუბრობენ და ამ დროს თვითონ არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის მიღება. მისი თქმით, ადამიანის უფლებები არის ღირებულებათა ნაწილი, რომელიც არის კულტურის ნაწილი.

„ამ ქვეყანაში როგორი კულტურაც არის დღეს, ადამიანები ადამიანების უფლებებსაც ისე აღიქვამენ. კონტექსტის გარეშე არავინ არ აღიქვამს დღეს იმ ადამიანების პოლიტპატიმრობას. ამიტომ მე ვფიქრობდი, რომ არჩევნებამდე უნდა ეცლია ყველას ჩვენთვის. საზოგადოებას გამოეხატა თავისი მოსაზრება ამ ყველაფრის მიმართ და შემდეგ აზრების გამოთქმაც შეიძლებოდა წერილის გამოგზავნაც და ყველაფერი, ეს იქნებოდა ნორმალური დამოკიდებულება. ასეთი პრინციპებით ნუ განსაზღვრავთ და ძალიან დიდ დასკვნებს ნუ გააკეთებთ“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად