რომან გოცირიძე: გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ (ვიდეო)

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში პერფორმანსი მოაწყო და პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო.

“აქ სხდომა არ გაიმართება. დაედება ბოქლომი, ხოლო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს უცხადებს პლენარული სხდომის მუშაობას და არ დაუშვებს რომ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურად გაკოტრებულმა გუნდმა კვლავ იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს ისეთი კანონები, რომელსაც ითხოვს ხალხი”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მოგვიანებით მან საკუთარ facebook-ის გვერდზე დაწერა:

“ეროვნული მოძრაობის დროს რაიკომის მდივნებს ვუჭედავდით კარებს, ახლა მოდერნიზებული ბოქლომი დავადეთ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს. აქ ვერ შემოვლენ ისინი, ვინც შემოიყვანა გავრილოვი და ვინც მოატყუა ხალხი.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის სხდომებს. კარები ”აჭედილია”!!!,-წერს რომან გოცირიძე და ფოტოებს აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად