რომან გოცირიძე: ვის უნახავს 5 ათას დოლარიანი ღამურა?

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოსთან ჰიბრიდული ომის ჩვევები მოუძველდა და აბსურდამდე მივიდა, როცა მოინდომა რომ ლუგარის ლაბორატორიას დააბრალოს მსოფლიოში კორონავიურუსის გავრცელება.

“ჰიბრიდული ომის ჩვევები საქართველოსთან რუსეთს ეტყობა მოუძველდა და იმეორებს ერთსა და იგივეს, საოკუპაციო ხაზის გადაწევა-გადმოწევა და ლუგარის ლაბორატორია. მისი აგენტურა იყო ჩასული მარნეულში და ითხოვენ ძეგლის აღებას და პირდაპირ საარჩევნო პერიოდში ეთნიკური შუღლის გაღვივებას ემსახურებიან რუსეთის დავალებით. ეს ინსტრუმენტები შემორჩა და ახლა აბსურდამდე მივიდა, რომ ლუგარის ლაბორატორიას ირიბად აბრალებენ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას. თურმე, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან კაცი გადავიდა ღამურების დასაჭერად, ერთი ღამურა თურმე 5 ათასი დოლარი ღირს. ვის უნახავს 5 ათას დოლარიანი ღამურა? თურმე, ჩინეთში კორონავირუსი გაჩნდა ღამურას მიერ, რომელიც ვიღაცამ შეჭამა და ეს ღამურების საკითხში ლუგარის ლაბორატორია უნდათ გამოიყვანონ კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელების წყაროდ. რა თქმა უნდა, ამით საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და ჩლუნგ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ პუტინის. ბუნებრივია, ჯანსაღი ადამიანი  სერიოზულად არ აღიქვამს, მაგრამ რუსეთში ამის სჯერათ და შიდა მოხმარებისთვის იყენებენ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ,  ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებამ 2020 წლის 3 ივლისს ე.წ. საზღვრის უკანანო კვეთის ბრალდებით დაკავებულ 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მორიგი დეზინფორმაციია საქართველოში არსებულ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით.ოკუპირებული ცხინვალი: დაკავებული საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვარზე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად