რომან გოცირიძე უმრავლესობას: „სპილომ შობა თაგვი“- აი, ამაზეა აგებული თქვენი ეკონომიკური პროგრამის მთავარი ღერძი

ასე მიმართა უმრავლესობას საპარლამენტო ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და  განმარტა, რომ სანამ საქართველოს შემოსავალი და ხარჯები ბიუჯეტში არ აისახება, ხელისუფლებას ვერ ენდობა.

„ანტიკრიზისული გეგმა, ძალიან ხმამაღლა აშუქეთ ორი თვის განმავლობაში და როგორც არის გამოთქმა „სპილომ შობა თაგვი“, აი, ეს არის თქვენი ეკონომიკური პროგრამის მთავარი ღერძი. გავათავისუფლოთ საშემოსავლო გადასახადისგან – ამაზეა აგებული თქვენი ეკონომიკური მხარდაჭერის მთელი ფილოსოფია. დანარჩენი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ბიზნესს სესხებს დავუსუფსიდირებთ და კიდევ უამრავი სხვა ზღაპარი, რომელიც, თურმე, დამოკიდებულია მილიარდ ნახევრიან დახმარებაზე, საერთოდ ჰორიზონტზეც კი არ ჩანს, არათუ ხელშეკრულება არაა გაფორმებული და ხელშესახები არაა, 3 მილიარდიდან ჩვენ ვნახეთ მხოლოდ 73 მილიონი ევრო, რომელიც პარლამენტში შემოიტანეთ რატიფიცირებისთვის, რომელიც ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს მოხმარდება. სანამ ბიუჯეტი არ არის, ვერაფერში გენდობით, იმიტომ, რომ მატყუარობა ხომ თქვენი საფირმო ნიშანია“,- განაცხადა რომან  გოცირიძემ.

მისი თქმით, მსოფლიო სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამონაკლისია, რომელსაც მოსახლეობისადმი ფინანსური მხარდაჭერა არ გაუწევია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად