რომან გოცირიძე უმრავლესობას: დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას

“დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას” 

ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„კომპარტიის ლოზუნგებით საუბარი არ გამოგადგებათ, გადახედეთ ეროვნული მოძრაობის პერიოდს. „რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია“ და გახსოვთ ალბათ, რა უყო და რა დღეში ჩააგდო ამ რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნისტური პარტია. ეს მესიჯბოქსი ვინც თქვენ გასწავლათ, მათ ელემენტარულად არ აქვთ წარმოდგენა ქართულ ისტორიაზე, ამ ენით საუბარი იდენტიფიცირებას გიკეთებთ კომპარტიასთან, რომლის სულიერ მემკვიდრეობად ისედაც გთვლიან“, – მიმართა რომან გოცირიძემ დეპუტატებს.

აღნიშნულს რეპლიკით უპასუხა  უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა: „რამდენჯერ გაქვს ლენინის ძეგლთან ყვავილები მიტანილი?”- მიმართა მან რომან გოცირიძეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად