რომან გოცირიძე: უმძიმესი ვითარებაა შიმშილის რეიტინგში, იზრდება სიღარიბე

პერსპექტივა არ ჩანს, არც ხელისუფლების უნარი, არც ხელისუფლების ხედვა” – ამის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მისთვის საინტერესოა როგორ აპირებს მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული დახმარების გადანაწილებას.

” ყველაზე მთავარი შეკითხვა ეს არის გამოუვალი ეკონიმიკური ვითარება, რომ პერსპექტივა არ ჩანს, არც ხელისუფლების უნარი, არც ხელისუფლების ხედვა, მიუხედავად იმისა, რომ 3 მილიარდამდე უცხოური დახმარება წამოვა საქართველოში და პარტნიორებმა არ გაგვწირეს, მისი გონივრულად გამოყენების გზასაც ვერ ვხედავთ.

უმძიმესი ვითარებაა შიმშილის რეიტინგში და საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაშია ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით. იზრდება სიღარიბე, განსაკუთრებით მძიმედ აწვება პენსიონერებს და ბავშვებს. ამ კორონავირუსი კრიზისმა ქვეყანა გააღატაკა“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად