რომან გოცირიძე: უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით

“უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით. ეს ყოფილა ე. წ. სტანდარტი, რომელიც მიღებულია მრავალ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტის ძალაუფლების სიმბოლო” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. .

“რაც შეეხება მისი შემოღების სამართლებლივ საფუძვლებს, კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ იგი არ არის კონსტიტუციით( კანონით) დარეგულირებული” – წერს რომან გოცირიძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა  საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად