რომან გოცირიძე: წვრილი სესხების განულება უიმედო და უკვე ჩამოწერილ სესხებს შეეხო

“ამომრჩეველთა მოსყიდვის მასობრივი აქცია, რომელსაც წვრილი სესხების ” განულებას” ეძახიან, ძირითადად შეეხო უკვე ჩამოწერილ უიმედო სესხებს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე წერს.

“ბანკების მიერ ”ქართუსათვის” გადაცემულ ბაზაში მოხვდა ყველა ის სესხი, რომელიც ოდესმე ვინმეს აუღია, არ დაუბრუნებია, არც დააბრუნებს და ვერც დააბრუნებინებენ. ეს სიის გასაბერად და აქციის მასშტაბურობის საჩვენებლად ხდება. როგორც ვამბობდით, ქართუ ამაში გადაიხდის კაპიკებს. რაც შეეხება მთავარ დაპირებას, რომ ისინი წლის ბოლოდან უკვე არ გამოჩნდებიან ე. წ. ”შავ სიაში”, არის ტყუილი. გამოჩნდებიან, მანამ სანამ ხანდაზმულობის ვადა არ გაივლის. გამოჩნდება, რომ ამჟამად ვალი არა აქვთ, მაგრამ მანამდე ჰქონდათ. ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და ”ქართუს” ხალხი შეცდომაში. ისე, მთავრობა რა შუაშია?”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად