რომან გოცირიძე: წნევა რომ აუვარდებოდა ადამიანს ძველად – სებ-მა ზედმეტი სისხლი გამოუშვა

წნევა რომ აუვარდებოდა ადამიანს ძველად, წნევის დამწევი წამალი რომ არ არსებობდა, წურბელებს მიუსევდნენ ან ვენიდან პირდაპირ უშვებდნენ სისხლს. სწორედ ამ მეთოდით ხდება “ზედმეტი” ფულის გამოშვება, ლარების მიმოქცევიდან ამოღება, – ამის შესახებ რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 1,1 მილიარდი დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმოქცევიდან ამოიღო თითქმის 4 მილიარდი ლარი. სისხლისგან დაუცლიაო-პირველი, რაც მოგივა ადამიანს თავში, ესაა. სინამდვილეში ასე არ არის, პირიქითაა, ზედმეტი სისხლი გამოუშვა. წნევა რომ აუვარდებოდა ადამიანს ძველად, წნევის დამწევი წამალი რომ არ არსებობდა, წურბელებს მიუსევდნენ ან ვენიდან პირდაპირ უშვებდნენ სისხლს. სწორედ ამ მეთოდით ხდება “ზედმეტი” ფულის გამოშვება, ლარების მიმოქცევიდან ამოღება.

ამ ერთ წელიწადში ამოღებული ლარის მასა დღეისთვის მიმოქცევაში არსებული ფულის მასის მესამედის ტოლია. საიდან გაჩნდა ზედმეტი სისხლი ჩვენს ფინანსურ სხეულში? ბიუჯეტიდან და ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებიდან. რომ არა მისი უკან ამოტუმბვა, დღეს ფასები და ლარი სულ სხვა სიმაღლეებს დაიპყრობდა.

ფულის მიწოდების ფაქტორის იგნორირება და აქცენტების მხოლოდ ვალუტის შემოდინების კლებაზე გადატანა ნიშნავს ერთის მხრივ, მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეცდომებზე თვალის დახუჭვას და მეორეს მხრივ, საბიუჯეტო რესურსების ფლანგვის გაგრძელებას”, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...