რომან გოცირიძე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე: პრეზიდენტი აბა, რა მორჩილი პრეზიდენტი იქნება, ისე თუ არ მოიქცა, როგორც დაავალებენ

“ნაციონალური მოძრაობის” წვერის რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტს პარლამენტში ცესკო- ს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად ორ ისეთ კანდიდატს უპირებს წარდგენას, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

პრეზიდენტი აბა რა მორჩილი პრეზიდენტი იქნება, ისე თუ არ მოიქცა, როგორც დაავალებენ: ცესკოს ორ ისეთ კანდიდატს უპირებს წარადგენას, რომელსაც ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორი საკუთარი კანდიდატი პარლამენტმა არ დაუმტკიცა და ჭკუანასწავლმა ორი წლის წვალების მერე მინისტრის ორი მოადგილე წარმოადგინა და დღეს რა თქმა უნდა დაუმტკიცებენ შესაბამის კომიტეტზე.
მგონი რომის პაპთან ახლახან გამართულ შეხვედრაზე კაბა და ჩიხტიკოპიც მთავრობამ დაუმტკიცა. არ ჰგავდა რაღაც მის შერჩეულს”, -წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში Facebook.

შეგახსენებთ, 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები
იტვირთება...