რომან გოცირიძე: თავისი უგუნური პოლიტიკით გაწირა ხალხი ხელისუფლებამ

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ უგუნური პოლიტით ხელიუფლებამ ხალხი გაწირა.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა:

“საქართველოში კორონავირუსით შეიძლება დღეში 4 ათასი ადამიანი დაინფიცირდესო, გვაფრთხილებს მთავრობა და გვაჩვევს, რომ ”გაგებით მოვეკიდოთ”. ესაა კატასტროფა. ელემენტარული არითმეტიკაა, თუ რა მოჰყვება ამას.
ყოველ მილიონ მოსახლეზე ათასი შემთხვევა არ ყოფილა დედამიწის ზურგზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიდგომით, მაგალითად, იტალიაში უნდა ავადდებოდეს 60 ათასი
ადამიანი დღეში( მაშინ როცა რვა თვეში სულ 485 ათასი კაცია ინფიცირებულია), ან ამერიკაში 320 ათასი დღეში, რაც წარმოუდგენელია.
თავისი უგუნური პოლიტიკით გაწირა ხალხი ხელისუფლებამ”-წერს რომან გოცირიძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად