რომან გოცირიძე: ჭიათურაში კრიზისის შექმნის წყარო არის მთავრობა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ჭიათურაში კრიზისის შექმნის წყარო არის მთავრობა და მისი გადაჭრა შეუძლებელია მართვაში რეალური მესაკუთრეებს დაბრუნების გარეშე.

“ჭიათურასა და ზესტაფონში მთავრობამ ჩამოაცილა უცხოელი მესაკუთრეები მართვისაგან და დანიშნა დროებით მმართველი. საბაბად გამოყენებული იქნა მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელი საუკუნეა ასეა. მოაჯდნენ რა სხვის ქონებას მთავრობასთან დაახლოებული პირები, იქამდე მიიყვანეს საქმე, რომელსაც ახლა ვხედავთ.

ჭიათურაში კრიზისის შექმნის წყარო არის მთავრობა და მისი გადაჭრა შეუძლებელია მართვაში რეალური მესაკუთრეების დაბრუნების გარეშე. ყველა გადაწყვეტილება იქნება უკანონო და ყველა მოსალოდნელი შედეგი, მათ შორის მოსალოდნელი ზარალი, იქნება მთავრობის, ანუ ჩვენი ჯიბიდან ასანაზღაურებელი, როგორც ეს მოხდა ”ყაზტრანსგაზის” შემთხვევაში”- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები
იტვირთება...