რომან გოცირიძე: სუს-ი დღეს არის “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ძალოვანი ნაწილი

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, რომ სუს-ი ამ ფორმით საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ის “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ძალოვან ნაწილად იქცა.

“ასეთი ფორმით სუს-ი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, უნდა დაიხუროს. 100 მილიონზე მეტი აქვს ბიუჯეტი და მთელი მისი ადმინისტრაციული, ფინანსური და საკადრო რესურსები მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების დევნისაკენ.

სუს-ი დღეს არის “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ძალოვანი ნაწილი, აღრიცხვაზე ჰყავს ყველა ადამიანი, ვინც ოპოზიციას აძლევს ხმას. შემდეგ მიდის დაშინება, მოსყიდვა, ნათესავების მიგზავნა, სამსახურიდან გაგზავნის მუქარა და რაც კი რამე საქართველოში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, ყველაფერი ეს ხდება საარჩევნოდ,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი 85 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ლილუაშვილის კანდიდატურის პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად