რომან გოცირიძე: შეზღუდვების მოხსნა უაზრობა იქნებოდა

მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის რისკის ფასად რაღაც ობიექტების გახსნა კი არაა სწორი, არამედ ისეთი შემსუბუქებები, რომელიც ნაკლებად მოახდენს ინფექციის გაზრდაზე ზემოქმედებას, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

“შეზღუდვების მოხსნა უაზრობა იქნებოდა. შევხედოთ რა ხდება მსოფლიოში, ამიტომ მოწოდება იმის თაობაზე, რომ ჩემი რესტორანი არ გაიხსნა, არ არის სწორი. ნუ გვავიწყდება, რომ რესტორნები იმიტომ არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომ 9 მილიონი დააკლდათ ტურისტების სახით. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის რისკის ფასად რაღაც ობიექტების გახსნა კი არაა სწორი, არამედ ისეთი შემსუბუქებები, რომელიც ნაკლებად მოახდენს ინფექციის გაზრდაზე ზემოქმედებას”, – განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელთან ინტერვიუსაც დღეს გვიან საღამოს შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, გამოქვეყნდა შეზღუდვების ნუსხა, რომელიც ძალაში რჩება და ისიც რაც მსუბუქდება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად