რომან გოცირიძე: საზღვრების გახსნა ტესტირების გარეშე შეიცავს სერიოზულ საფრთხეს

“საზღვრების გახსნა ტესტირების გარეშე შეიცავს სერიოზულ საფრთხეს. გაუგებარია, რატომ უხსნი საზღვარს უპირობოდ მაგალითად, საფრანგეთს, სადაც პანდემია ბობოქრობდა და არ უხსნი მონტენეგროს?
”ვინც გამიხსნა იმას ვუხსნი” უაზრო პრინციპია. ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ყველამ, ვინც შემოვა, მიუხედავათ იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან, უნდა წარმოადგინოს გამოფრენამდე 1-3 დღით ადრე გაკეთებული ანალიზი. საზღვარზე სიცხიანს კი აქ უნდა გაუკეთდეს დამატებითი გამოკვლევა.

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება არის არასწორი”, – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი – საქართველომ საზღვარი 5 ქვეყანას გაუხსნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად