რომან გოცირიძე: სასამართლო სისტემა პოლიტიკური რეპრესიის ბოლო ინსტანციაა

ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“სასამართლო სისტემა პოლიტიკური რეპრესიის ბოლო ინსტანცია, როდესაც ადამიანებს აპატიმრებენ, უდანაშაულო ადამიანებს. სასამართო ინსტანცია ეს არის ფინანსური უზრუნველყოფის ბოლო წერტილი, სადაც კლანური ინტერესების გაფორმება ხდება. ამიტომ, ეს არ არის უბრალო საქმე”,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენა იწყება. დღის წესრიგის მიხედვით დღეს დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად