რომან გოცირიძე: რუსთაველზე სიწმინდის დასაცავად გამორჩეული ქართველი დეპუტატებიც იქნებიან ​

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოჯახის სიწმინდის დასაცავად რუსთაველზე დეპუტატებიც გამოვლენ.

“17 მაისს ოჯახის სიწმინდის დასაცავად რუსთაველზე ათასობით ქართველი ვაჟკაცი და მანდილოსანი გამოვა. როგორც ყოველთვის, იქ გამორჩეული ქართველი დეპუტატებიც იქნებიან. თუ მათ საქციელს პირველი გამოსვლისას ცოტათი სიველურის ელფერი დაჰკრავდა, უწმინდურებს ხის ტაბურეტკებს უშენდნენ სხეულზე, ახლა ამ იარაღს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება-რბილი, ”ჰუმანური” ტაბურეტკებით იქნებიან შეიარაღებულები. სადაც არ უნდა მოსცხო,

ტკივილს ვერ იგრძნობს. ნახეთ ფოტოზე, რა ლამაზი და ფუმფულა ტაბურეტკები დაგვირიგეს პარლამენტში. თეთრი კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონებისთვისაა, დანარჩენი- ყველასი”-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...