რომან გოცირიძე: რომან კაკულიას კომიტეტი მთავრობის ბოროტი განზრახვების პარლამენტში გამმთრევ სტრუქტურად გადაიქცა

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მოითხოვს პარლამენტიდან სასწრაფოდ იქნას გაწვეული სამი კანონპროექტი: კონკურენციის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციის შესახებ, რადგან მათი მიღება დააზარალებს ბიზნესს და საქართველოს დაუკარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი და მისი თავმჯდომარე რომან კაკულია მთავრობის ბოროტი განზრახვების საკანონმდბლო ორგანოში “გამმთრევ სტრუქტურად” გადაიქცა.

“სად არის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია? ეს კომიტეტი გადაიქცა მთავრობის ბოროტი განზრახვების პარლამენტში გამმთრევ სტრუქტურად. კომუნიკაციების შესახებ კანონი, იცით რა ხდება, ენერგეტიკის შესახებ კანონი – 5%-იანი წილის გაყიდვა უნდა შეუთანხმონ ნარმანიას? რატომ არაფერს ამბობთ, რომ კაკულიამ შემოიტანა ინიციატივა, რომელიც მიიღეთ თქვენ – საშინელი კანონი, ბიზნესის დატერორების, დაჯარიმების, ბრუნვის 5%-ის დაჯარიმება შეუძლია ანტიმონოპოლიურ სტრუქტურას. რის ანტიმონოპოლიური სტრუქტურა და რომელი დევნა, ჯერ რამე აწარმოე, რომ შემდეგ კონკურენციაზე იფიქრო. რა კანონი შემოაქვს რომან კაკულიას, რა კანონს დაუჭირეთ პირველი მოსმენით? იცით, რა ჯარიმები წერია ამ კანონში? 100 მილიონიანი ბრუნვის კომპანიას რომ 5 მილიონით რომ აჯარიმებთ და რის გამო? ანტიმონოპოლიური სამსახური რომ არაფერს აკეთებს და მისი საქმიანობა არ გვსმენია, ბედნიერი უნდა ვიყოთ. არის სამსახური, სადაც ტყუილად ღებულობენ ხელფასს, მაგრამ ჯანდაბას, ჯობია, იყოს უსაქმურად ვიდრე ამ უფლებებით აღჭურვო. ბიზნესის სადამსჯელო, რეპრესიული სტრუქტურა იქმნება და ამას თქვენ დაუჭირეთ მხარი. სამივე კანონი კონკურენციის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციის შესახებ უნდა იყოს გაწვეული. ეს დააზარალებს ბიზნესს, საქართველოს დაუკარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას, ბიზნესის კეთების რეიტინგში რომ მსოფლიო ათეულში ვართ, გადავვარდებით მოერე ათეულში. სამივე კანონი ეხება რეგულირებას და განსაკუთრებით, საკუთრების ხელყოფას. ამ რეიტინგში ბევრი მიმართულებით დავიხავთ უკან”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად