რომან გოცირიძე: როდესაც ყველაფერი გაიხსნა და ყველაზე დაცული, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დახურულია, ეს არის კორუფცია

“როდესაც ყველაფერი გაიხსნა და ყველაზე დაცული, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დახურულია, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ეს არის კორუფცია” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნავიონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს.

“ამას აკეთებს მთავრობა თუ მთავრობაში გავლენიანი პირი, დიდი თუ პატარა ბანკების სასარგებლოდ, უძვრება გაჭირვებულ მოქალაქეებს და სავალუტო ჯიხურების ოჯახებს ჯიბეში და ცუდი კურსით ვალუტის კონვერტაციით და ბიზნესის წართმევით მილიონებს აკეთებინებს ვიღაცებს.
ეროვნული ბანკი როგორც ყოველთვის, უსუსურია. არც კი იცის, როდის დართავს რომელიღაც ჩინოვნიკი ამ სფეროს ამუშავების უფლებას.
სავაჭრო ობიექტების გახსნა გამოიწვევს ასევე თანხის კონვერტაციის მსურველთა მატებას ბანკებში, რაც ვირუსის გავრცელების დამატებითი საფრთხე შეიძლება გახდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად